ცნობილია გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა - მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
ახალი ამბები

ცნობილია გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა - მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

  • b
  • b
  • 21-Oct-2025, 20:15
  • 0 კომენტარები
  • 49 იხილა

გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კაცი სოფელ კარდენახის მკვიდრი, 32 წლის ვალერი მათიაშვილია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის კაცი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცნობილია, რომ ოჯახის წევრები მას გუშინდელი დღიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი კი მას შემდეგ იპოვეს, რაც გზის პირას მისი ავტომობილი შენიშნეს.

კომენტარები (0)
კომენტარის დამატება