გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 5 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა -“ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის”
ახალი ამბები

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 5 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა -“ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის”

  • b
  • b
  • 22-Oct-2025, 14:43
  • 0 კომენტარები
  • 165 იხილა

გუშინ, საღამოს, გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში, კორპუსის მე-7 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

5 წლის სანდრო ბერიძე 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი იყო. ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი-სანდრო ბერიძე. ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები (0)
კომენტარის დამატება