„ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს მოდელი – მატილდა გვარლიანის დიდი წარმატება 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებზე“
- b
- 14-Oct-2025, 10:39
- 0 კომენტარები
- 6 იხილა
გთავაზობთ მატილდა გვარლიანის ბოლო დროის შედეგებს, რომელიც 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულებზე 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში დაიწყო და 6 ოქტომბერს, პარიზში დასრულდა.
ჯამში სულ 15 ჩვენება/პრეზენტაცია გაიმართა.
ლონდონში – H&M.
მილანში – Alberta Ferretti, Dolce & Gabbana, Fendi, Missoni Moschino, The Attico, Gucci.
პარიზში – Coperni, Hermes, Isabel Marant (გახსნა), Louis Vuitton, McQueen, Rabanne, Stella McCartney.
სამოდელო სააგენტოებზე დაყრდნობით, გვარლიანი სიმაღლეში არის 1.75 სანტიმეტრი, მისი პარამეტრებია კი 77-61-87.
მატილდას ქართული სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ია, საერთაშორისო სამოდელო სააგენტო კი – Next Models.
ამ ინფორმაციას ონლაინ მედია FashionHolics Online გვიზიარებს.
ამ ინფორმაციის ფონზე, საინტერესოა, როგორია ამ სფეროს ანაზღაურება და რამდენს გამოიმუშავებს ამ მასშტაბის მოდელი საშუალოდ.
Next Models-ის მოდელებს, რომლებიც ლონდონის, მილანისა პარიზის მოდის კვირეულებში მონაწილეობენ, ჩვეულებრივ, აქვთ სტაბილური განაკვეთები და პრიორიტეტული კონტრაქტები მსხვილ ბრენდებთან.
აღსანიშნავია, რომ მატილდა გვარლიანი განიხილება, როგორც მზარდი პროფესიონალი, იდეალური სახე მაღალი მოდისთვის, აქვს შესაბამისი პროპორციები, სათანადო გამოცდილება და ძლიერი საერთაშორისო წარმომადგენლობა.
ლონდონი: H&M – საშუალოდ €2,000–€3,000≈ €2,500
მილანი: Ferretti, D&G, Fendi, Missoni, Moschino, The Attico, Gucci – საშუალოდ €5,000–€7,000≈ €42,000
პარიზი: Coperni, Hermès, Isabel Marant, Louis Vuitton, McQueen, Rabanne, Stella McCartney – საშუალოდ €6,000–€8,000≈ €49,000
შედეგს უნდა გამოვაკლოთ სააგენტოს საკომისიო (15–20%), პლუს საგადასახადო და მოგზაურობის ხარჯები. ამის შემდეგ კი, მოდელის ანაზღაურება ერთ სეზონში, დაახლოებით, 70,000–78,000 ევროა.
დამატებითი ფაქტორები